LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მას ასევე უყვარს სარკაზმი“ – ილონ მასკმა ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი Grok წარადგინა

152
image-8

ილონ მასკმა ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი, Grok წარადგინა. აღსანიშნავია, რომ X პლატფორმის გავლით, Grok-ს ინფორმაციაზე წვდომა რეალურ დროში აქვს, რაც მას დიდ უპირატესობას ანიჭებს სხვა მოდელებთან შედარებით. ChatGPT-ის კონკურენტი, ტესტირების შემდეგ, ხელმისაწვდომი გახდება X-ის პრემიუმ პაკეტის მფლობელებისთვის.

„მას ასევე უყვარს სარკაზმი“, – ასე დაახასიათა თავად მასკმა ახალი გამოგონება.

კომპანიის თანამშრომლების თქმით, ჩატბოტის პასუხები გაჯერებული იქნება სარკასტული იუმორით.

Grok-ს ახალი ფუნქციები შემდეგი თვიდან დაემატება.

ილონ მასკი: „Starlink-ის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია“

ილონ მასკი X-ის გაცნობის აპლიკაციად გარდაქმნას აპირებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები