სან-დიეგოში, კომიქსების მრავალჟანრობრივ ფესტივალზე, სტუდია „მარველმა“ ფილმის „შავი პანტერა: ვაკანდა სამუდამოდ“, „ადამიანი-ჭიანჭველა და კრაზანა“: კვანტამანია“ და სხვა ფილმები წარადგინა.
ცნობისთვის, „ადამიანი-ჭიანჭველა და კრაზანა: კვანტამანია“ ეკრანებზე 2023 წლის თებერვალში გამოვა, „გალაქტიკის მცველების“ მესამე ნაწილს და „საიდუმლო შემოჭრას“ 2023 წლის გაზაფხულზე ვიხილავთ, 2023 წლის ზაფხულში კი ეკრანებზე „ლოკის“ მეორე სეზონი და მინი-სერიალი „ექო“ გამოვა.