LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტყოფში მესაქონლეობის მაღალტექნოლოგიური ფერმა გაიხსნება

653

სოფელ მარტყოფში მესაქონლეობის მაღალტექნოლოგიური ფერმა გაიხსნება. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „მარტყოფის ბაგას“ მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმის (მერძეული-მეხორცეული) შექმნის მიზნით  გარდაბანში, სოფელ მარტყოფში მდებარე 101980.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები საინვესტიციო პირობებით გადასცა.

როგორც “ფორტუნას”  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საინვესტიციო პირობების მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 509 408 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.  ამასთან, კომპანია წლიურად უზრუნველყოფს არანაკლებ 1 000 000 ლიტრი რძის და არანაკლებ 2 500  კილოგრამი საქონლის ხორცის  წარმოებას.

“პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე  ქართული პროდუქციის წარმოების რაოდენობის გაზრდას, რაც დადებითად აისახება ეკონომიკური პროცესების განვითარებაზე.”- განაცხადეს სამინისტროში.

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 164 საწარმო დაფინანსდა. ამასთან, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 400 მილიონ ლარს აჭარბებს და 7 500 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები