LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართვის მოწმობის გამოცდა ქუჩაში ინაცვლებს

126

მართვის მოწმობის გამოცდას შემოდგომიდან მესამე კომპონენტი – ქალაქში პრაქტიკული გასვლა დაემატება. შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, მართვის მოწმობის ახალ პროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია და მისი ამოქმედების დრო მთავრობასთან კონსულტაციებზეა დამოკიდებული.

„თუ მთავრობას ექნება სურვილი, რეფორმა ავტოსკოლების საკითხსაც მოიცავდეს, ეს პროცესს დროში გაწელავს, თუმცა წლის ბოლომდე მაინც ამოქმედდება“. – განმარტა შალვა ხუციშვილმა.

ახალი პროექტის მიხედვით, პირი თეორიულ და დახურულ სივრცეში პრაქტიკული გამოცდის წარმატებით დასრულების შემდეგ,  გამოცდას ქუჩაშიც ჩააბარებს. ქუჩაში გამოცდის ჩაბარება მართვის მოწმობის ასაღებად გადამწყვეტი კომპონენტი იქნება.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდების დროს, სიტუაციები იქნება რეალური და არა დადგმული. ცალკე კომპონენტებად განისაზღვრება შუქნიშანი, აღმართი, დაღმართი, ბუნებრივი საცობი, ღერძულა ხაზის გადაკვეთა და სხვა.

ქალაქში გამოცდის ჩასაბარებელ ლოკაციებად, ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ადგილი განისაზღვრება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები