მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის მიმდებარედ დაპირისპირება იყო.
ადგილზე განკვეთილი ბერები და მრევლის ნაწილია შეკრებილი.
სალხინოს მონასტრის წინამძღვარი ამბობს, რომ მონასტრიდან გამოძევებული ბერები ყოველგვარი სახსრის გარეშე არიან დარჩენილები:
“პოლიციამ, რომ გამომიყვანა გარეთ მაშინ უზრუნველყოფაც გამიკეთოს ამ 10 ადამიანის, ფული იქ დაგვრჩა, ტანსაცმელიც. არ გამომიცვლია, არ მაქვს მეტი,”- აცხადებს ბერი დანიელი.
ცნობისთვის, 15-მდე სასულიერო პირი ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ დაუმორჩილებლობის გამო განკვეთა.
მათ ტაძარში ყოფნის ვადა 4 ნოემბერს ამოეწურათ.