LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტვილში ხანძარია – სოფელში ტყის მასივი იწვის

470
მარტვილი

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში ტყის მასივს ცეცხლი უკიდია. სოფლის რწმუნებული გოგი ბასილაია ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ ხანძარი სამ ლოკაციაზეა და ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. მისივე ინფორმაციით, ადგილზე ცეცხლის ქრობის სამუშაოები უკვე დაიწყო.

მესტიაში ხანძრის ჩასაქრობად დამატებით კიდევ 90 მეხანძრე მიდის - რა ვითარებაა ადგილზე

ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს

“ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, თუმცა ცეცხლი ისეთ ადგილზეა, ტექნიკა ვერ ახერხებს ახლოს მისვლას. სოფელში შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. სავარაუდოდ ცეცხლი ტყის საფარს უკიდია”,- აცხადებს გამგებელი.

რაც შეეხება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, აქ ამბობენ, რომ მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩასაქრობად უკვე გავიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები