LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტვილში გაუჩინარებული 13 წლის გოგო ნაპოვნია – სად იმყოფებოდა და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

1894
მარტვილი გოგო

მარტვილში დაკარგული 13 წლის მოზარდი იპოვეს. როგორც „ფორტუნას“  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოზარდი ჯანმრთელი და უვნებელია.

არსებული ინფორმაციით, გაუჩინარებული გოგო ახლობლებთან იმყოფებოდა.

მარტვილში 20 აპრილს გოგო სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.

გოგონა ბოლოს მასწავლებელმა ნახა. 13 წლის მოზარდი სოფელ ქვაითის მკვიდრია. პოლიციასთან ერთად, არასრულწლოვანის საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მაშველები.

შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აწარმოებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები