მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ბიჭი ფეხბურთიდან სახლში ველოსიპედით ბრუნდებოდა, რა დროსაც ჭადრების ხეივნის მონაკვეთზე მას მაღალი სიჩქარით მომავალი BMW-ს მარკის მანქანა დაეჯახა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.