LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტვილში შუა ხნის მამაკაცი მოკლეს – ბრალდებული დაკავებულია

228
a85966b

ურთიერთაშელაპარაკების ნიადაგზე მარტვილში მეზობელმა 40 წლის კაცი სასიკვდილოდ დაჭრა, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ტალერში, ბრალდებულის სახლში მოხდა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო და საპატრულო სამსახური. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ბრალდებულის დაკავება ცხელ კვალზე მოხდა. მომხდარზე გამოძიება, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

სამართალდამვაცი უწყება მარტვილში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას საკუთარ გვერდზე ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ “შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მარტვილში მომხდარი მკვლელობა გახსნეს – დაკავებულია 1 პირი: 1961 წელს დაბადებული ჯ.ნ. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ცივი იარაღით თანასოფლელს – რ.ჯ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა. მიღებული ჭრილობებით რ.ჯ. გარდაიცვალა.”

სამინისტროს განცხადებით ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები