LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტვილის რაიონში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

73

მარტვილში, სოფელ სალხინოში უახლესი ტექნოლოგიების და ტენდენციების შესაბამისი, ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება.

როგორც “ფორტუნას” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საწარმოში მოეწყობა ჩაის სადეგუსტაციო–სადემონსტრაციო დარბაზი. კომპანია 300 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „მარტვილს“ 25 000 ლარად სოფელ სალხინოში მდებარე 7938.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.

შპს „მარტვილს“ ჩაის წარმოებისა და რეალიზაციის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  კომპანია ამჟამად აწარმოებს ჩაის შემდეგ სახეობებს: შავი ბაიხის ჩაი, მწვანე ბაიხის ჩაი, შავი ჩაი „კლასიკური“, შავი ჩაი N1 ინტენსიური, შავი ჩაი N3 მსუბუქი, მთის ველური ქართული შავი ჩაი, მთის ველური ქართული თეთრი ჩაი, ქართული მეწამული ჩაი, მოცვის ფოთლის ფერმენტირებული და ფიქსირებული ჩაი, კომშის ფოთლის ფერმენტირებული და ფიქსირებული ჩაი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები