გასულ წელთან შედარებით მარტვილის კანიონის დამთვარიელებელთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. როგორც “ფორტუნას” მარტივილისა და ოკაცეს კანიონების ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორმა ზაზა გაგუამ განუცხადა, გასულ წელთან შედარებით წელს 9 ივნისს მარტვილის კანიონში რეკორდულად მაღალი ოდენობის ტურისტი დაფიქსირდა.
“1757 ტურისტს ვუმასპინძლეთ 9 ივნისს. ეს გასულ წელთან შედარებით გაცილებით მაღალი ოდენობაა. წელს უკვე გვაქვს ვიზიტორთა 20%-იანი ზრდა. გასულ წელს 174 ათას ვიზიტორს ვუმასპინძლეთ, წელს კი ველოდებით გაცილებით მეტს,” – აღნიშნა ზაზა გაგუამ.
მარტვილის კანიონში გუშინ ვიზიტორთა შორის იყვნენ მოსწავლეებიც.