LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტში საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზარდა – საქსტატი

118
5MillionTouristsInGeorgia

2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.2 პროცენტით განისაზღვრა. წინასწარ შეფასებას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის და უძრავი ქონების სექტორებში.