LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მარტში კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის საკმაოდ კარგი აქტივობა იყო” – დავით ნარმანია

80
1bb50ebb0d176f46b85322bf934c5b21-XL

მიმდინარე წლის მარტის თვესთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ კომუნალურ გადასახადებზე დაწესებულ შეღავათებზე უარის თქმის ვადა უკვე ამოიწურა. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უარი თქვან აპრილისა და მაისის კომუნალურ გადასახადებზე. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს. მისი განმარტებით, ყოველი მომდევნო თვის 11 რიცხვამდე მათ შეუძლიათ უარი თქვან და შესაბამისად ამით დაზოგონ საბიუჯეტო რესურსი.

„მოქალაქეებს შეუძლიათ ჩვენი პლატფორმის მეშვეობით უარი თქვან აპრილისა და მაისის შეღავათებზე. მათ უნდა შეავსონ მინიმალურად აუცილებელი სამი ველი. პროგრამა მათ დაუდასტურებს, რომ მათი განაცხადი უარის თქმასთან დაკავშირებით არის მიღებული. ყოველი მომდევნო თვის 11 რიცხვამდე მათ შეუძლიათ, თქვან უარი და შესაბამისად ამით დაზოგონ სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსი”, – აცხადებს ნარმანია.

მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ შეღავათებზე უარი 4 000 აბონენტმა განაცხადა. მისი აზრით, აღნიშნული აქტივობა კარგია, ვინაიდან სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას სხვა საჭიროებისთვის მიმართოს დაზოგილი ბიუჯეტი.

“შეღავათებზე უარი 4 000-მდე აბონენტმა თქვა, თუმცა ჯამში სხვადასხვა სახის კომუნალურებზე უარის რაოდენობა გაცილებით მეტია, ვინაიდან ერთ აბონენტს ორ ან ზოგიერთ შემთხვევაში სამ კომუნალურ სერვისზე აქვს უარი გაცხადებული. აქედან გამომდინარე, აქტივობა საკმაოდ კარგი იყო.  საჭიროებები არის უამრავი და შესაბამისად მიიღებენ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ საქართველოს პირველ არხთან საუბარში.