LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტოხელა მშობლები სუროგაციის გზით შვილის ყოლას ვეღარ შეძლებენ – წულუკიანის ბრძანება ძალაში შევიდა

266
sur 77

სუროგაციის გზით შვილის ყოლის უფლება მხოლოდ ქალისა და მამაკაცისაგან შემდგარ წყვილს შეეძლება. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანება ძალაში დღეიდან შევიდა. გარდა ამისა, წყვილებს სულ მცირე, ერთწლიანი ქორწინება ან ამავე პერიოდით თანაცხოვრება მოეთხოვებათ.

მინისტრის ბრძანებაში ნათქვამია, რომ ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნა ნოტარიულად და შესაბამისი დოკუმენტებით უნდა დადასტურდეს.

მარტოხელა მშობლები სუროგაციის გზით შვილის ყოლას ვეღარ შეძლებენ.

აღნიშნულ ბრძანებას იუსტიციის მინისტრმა ხელი 26 აგვისტოს მოაწერა, რასაც ბევრი კრიტიკა მოჰყვა.

არასამთავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანის ბრძანებას დისკრიმინაციულს უწოდებენ. “საფარის” ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას თქმით, სუროგაციის გამოყენების შესაძლებლობა ამ გადაწყვეტილების გამო მარტოხელა ქალებს არ ეძლევათ.

“ეს ბრძანება გასასწორებელია, იმიტომ, რომ ახლავე შეიცავს ტერმინოლოგიურ შეცდომებს და თავისი შინაარსით არის დისკრიმინაციული, ვინაიდან სუროგაციის გამოყენების საშუალება არ ეძლევათ მარტოხელა ქალებს, რომლებსაც არ ჰყავთ მეუღლე. კანონმდებლობა ძალიან დაუხვეწავი და ხარვეზიანია. არ არის დაცული სუროგატი დედების უფლებები და სუროგაციით გაჩენილი ბავშვის უსაფრთხოება”, – განმარტავს პატარაია.

კრიტიკის შემდეგ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ინვიტრო განაყოფიერების შესახებ ინიციატივას ახლებურად განმარტა და ამბობს, რომ კანონში შესატანი შეზღუდვები მხოლოდ სუროგაციას ეხება.

ცნობისთვის, ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილ ბავშვებზე, საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ ჯერ კიდევ 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში ისაუბრა. ის ამბობდა, რომ ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილი ბავშვები პრობლემატურები იქნებიან.

“პრობლემატური იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა”, – ამბობდა პატრიარქი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები