LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტოხელა ადამიანის ტვინი განსხვავებულად მუშაობს, ევროპელი მეცნიერების ახალი აღმოჩენა

227
23

ევროპელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარტოხელა ადამიანის ტვინი განსხვავებულად მუშაობს. ნიდერლანდელმა, ფრანგმა და გერმანელმა სპეციალისტებმა, კანადელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად ძალიან საინტერესო კვლევა დაასრულეს.

დადგინდა, რომ რაც უფრო დიდ ხანს ატარებს ადამიანი მარტოობაში, მით უფრო აქტიურად მუშაობს ე.წ. დეფოლტ–სისტემა. ეს სისტემა ტვინის რამდენიმე ნაწილს აერთიანებს და ისეთ რთულ აზრობრივ პროცესებზეა პასუხისმგებელი, როგორიცაა მოგონებები, მომავლის დაგეგმვა ან ჰიპოთეტური სცენარების შედგენა.

ხოლო იმ ადამიანების ტვინი, ვინც თავს მარტოხელად არ თვლის, ამ სისტემას ნაკლებად ამუშავებს.

ასეთი კანონზომიერება სპეციალისტებმა 38 ათასზე მეტი მოხალისის (საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანები) გამოკვლევის შემდეგ აღმოაჩინეს. ამ ადამიანებს სხვა პროცედურებთან ერთად ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიაც ჩაუტარდათ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გარეგნული სოციალური სტიმულების (ანუ ურთიერთობების) უკმარისობა, ადამიანს საკუთარ თავში ჩაღრმავებას აიძულებს და ყველაზე საინტერესო პროცესებიც ამის შემდეგ იწყება.

ჯერ–ჯერობით დაუდგენელია, ტვინის ამგვარი მუშაობა დაკავშირებულია თუ არა გენეტიკასთან თუ ეს მხოლოდ მარტოობით გამოწვეული სიტუაციური რეაქციაა.

მარტოობის კვლევა უკვე მრავალი წელია გრძელდება, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა. მარტოობა განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებს ვნებს. იმისათვის, რომ ხანდაზმულებს თვითიზოლაციის გადატანა გაუმარტივონ, ევროპული სახელმწიფოები სხვადსხვა პროგრამებს იწყებენ. მაგალითად, საფრანგეთში გაჩნდა სერვისი, რომელიც ასაკოვან ფრანგებს და იმ უცხოელებს აკავშირებს ერთმანეთთან ვინც ენის სწავლაზე არ იტყოდა უარს, პლატფორმის დამსახურებით ამ ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაცია შეუძლიათ. ხოლო პოლონეთში კი მარტოხელა მოხუცებს საცხოვრებლად ფერმებში ეპატიჟებიან, სადაც მათ სამეურნეო საქმიანობაში დახმარება და დროის სასიამოვნოდ გატარება შეუძლიათ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები