LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარტო მე და ჩემი ცოლი დავრჩით“ – როგორ აშენდა დათო დვალიშვილის ოცნების სახლი

18367
ფორტუნა (43)

მსახიობმა დათო დვალიშვილმა მისი ცხოვრების საინტერესო მომენტებზე გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ ისაუბრა.

მსახიობმა გაიხსენა, როგორ აშენდა მისი ოცნების სახლი.

„ყოველთვის მინდოდა, რომ დიდი სახლი მქონოდა. ყოველთვის მომწონდა, სახლში რომ პატარა ბავშვი დარბის. ოცნება მქონდა, რომ ყველას ერთად გვეცხოვრა. ჩემმა გოგომ მითხრა, ნახეთ რამე  სახლი.

სანზონაში ნახეს ორსართულიანი სახლი, რომელიც 18 ათასად იყიდებოდა. ჭერიდან წვიმა ჩამოდიოდა, იატაკიც შესაცვლელი იყო. ამ ფასად ნორმალურ სახლს ვინ მოგცემდა.

მეგობრებში გავიკითხე და ერთმა მითრა ტრუბებს მოგცემო, ცემენტზე მივედით ვიღაცამ მიცნო და მეტი მომცა, მოკლედ მეგობრობისა და ნაცნობობის წყალობით მესამე სართული დავაშენეთ სახლს. სუფრა გაიშალა, მეგობარი ჩამოვიდა ახალციხიდან, გაუკვირდა პარკეტი არ გაქვსო? მეორე დღეს  ჩამოგივა ფულიო, მოკლედ მესამე დღეს 100 კვადრატული პარკეტი მოვიდა სახლში. ახლა მისი სახელობის პარკეტი მაქვს, ასე ძმაკაცობით და მეგობრობით აშენდა ეს სახლი.

ჩემი შვილიშვილი 26 წლისაა, არაა სახლში. გოგო სუხიშვილებში ცეკვავს. არავის უნდა გათხოვება და ცოლის მოყვანა. მე უკვე აღარ შემიძლია ბავშვების კეთება და ისეა საქმე, რომ მე და ჩემი ცოლი ვრჩების სახლში მარტო“. – ამბობს დათო დვალიშვილი და დასძენს, რომ მის სახლში არ შეიძლება არც გინება და არც სიგარეტის მოწევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები