LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართლმადიდებლები დღეს მიცვალებულებს იხსენებენ – საფლავზე პასკა, კვერცხი და ღვინო მიაქვთ

103

მართლმადიდებლური სწავლებით, აღდგომის დღესასწაული ერთი კვირის მანძილზე გრძელდება. ამ კვირას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება.

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებლები მიცვალებულებს იხსენებენ, გადიან საფლავებზე, თუმცა არა გლოვისთვის, არამედ მათთვის აღდგომის სახარებლად. საფლავებზე მიაქვთ წითელი კვერცხები, პასკა, ღვინო.

ბრწყინვალე შვიდეულში წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისათვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ყოველდღიურ ლოცვებშიც.

ამ კვირაში ზიარებისათვის მომზადებაც შემსუბუქებულია: მარხვის დაცვა არაა საჭირო, ხორცის მიღება თვით ზიარების წინა დღესაც კი შეიძლება.

აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას “გამარჯობის” ნაცვლედ ერთმანეთს ახარებენ: “ქრისტე აღსდგა!” – “ჭეშმარიტად!”, “ჭეშმარიტად აღსდგა!”, “ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები