„მართლებს არასდროს არაფრის ეშინიათ – უკიდურესი პროვოკაციების რისკებს დავაზღვევთ, მათ შორის საინფორმაციო თვალსაზრისითაც“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე თქვა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში დღესვე დაინიციირდება და მას საკანონმდებლო ორგანო, დაჩქარების გარეშე მიიღებს.
„ჩვენ ბოლო მომენტამდე ვიმეორებდით, რომ ჩვენ კანონებს არ დავაბრუნებთ. მათ შორის შეხვედრების დროს დონoრების მხრიდან იყო პირობა, რომ დაფინანსება, ფინანსები იქნებოდა გამჭვირვალე. ამ დაპირების ფონზე, გამჭვირვალე კი არ გახდა, კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა და კიდევ უფრო შავი გახდა ის ფული, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით შემოდიოდა ქვეყანაში.
რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
მერე ამას როგორ ნიშნის მოგებით აღნიშნავენ სხვადასხვა აქტორები. ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მიზნობრიობის გარეშე მისცეს გრანტი. ეს ხომ ტყუილია.
ესეი იგი, რამდენად გააშავა ფული რომ თქვა, რომ „დიახ, გასკდით გულზე, მიზნობრიობის გარეშე დაგვიმტკიცდა გრანტი“. ამ შემთხვევაში პირდაპირ თავხედურად აცხადებდნენ, რომ „მიზნობრიობის გარეშე დაგვიმტკიცდა თანხები“.
რაც შეეხება შარშანდელს, იქ იყო უკიდურესი პროვოკაციების რისკი, რასაც მაქსიმალურად დავაზღვევთ. უკიდურესი პროვოკაციების რისკებს დავაზღვევთ, მათ შორის, საინფორმაციო თვალსაზრისითაც. ერთი რამ უნდა ვაღიაროთ, შარშან კომუნიკაციაში ბოლომდე გამართულები მართლა ვერ ვიყავით“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.