Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მართლა უკრძალავენ თუ არა რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართლა უკრძალავენ თუ არა რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს

109
http---com.ft.imagepublish.upp-prod-us.s3.amazonaws

BeIN Sports-ის არაბულმა განყოფილებამ აცნობა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთს გამოსვლას აუკრძალავენ. არადა, მანამდე 2019 წლის დეკემბერში WADA-მ (მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო) თქვა, რომ აკრძალვა არ შეეხებოდა 2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ტურნირს, ხოლო თუ რუსები მოიპოვებდნენ ფინალური სტადიის საგზურს, მაშინ რუსეთის ნაკრები იძულებული იქნებოდა ნეიტრალური დროშით გამოსულიყო. როგორც თავად რუსები და ფიფა იუწყებიან, ამ ინფორმაციაზე ახალი და დასამატებელი არაფერია.

„მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად ჯერ შესარჩევი ტურნირი უნდა გაიარო. ჩვენ ის არ გაგვივლია, რადგან ჯერ არც დაწყებულა. თუ ჩვენ წარმატებით გავივლით შესარჩევს, მერე ფიფა გადაწყვეტს მსოფლიო ჩემპიონატზე დაგვიშვას ჩვენი დროშით თუ არა ან ნეიტრალური დროშით. ახლა ძალიან ადრეა ამ თემაზე საუბარი და ზედმეტი ნებათაღელვის ატეხვა არ ღირს“, – განაცხადა რუსეთის ფეხბურთის კავშირის აღმასკომის წევრმა იგორ ლებედევმა.

რუსეთი მოაშორეს: 4 წელი რუსები არც ოლიმპიადაზე იქნებიან და არც მსხვილ ტურნირებზე

„ჩვენ არანაირი სიახლე არ გვაქვს დეკემბრის განცხადების შემდეგ, რომელშიც მივუთითეთ, რომ ფიფა თანამშრომლობს WADA-სთან და ზაფხულის ოლიმპიური სპორტის სახეობების საერთაშორისო ფედერაციებთან, რათა გაირკვეს WADA-ს დამოკიდებულება ფეხბურთთან“, – უპასუხა ფიფას პრეს-სამსახურმა რუსების მიერ გაგზავნილ შეკითხვას.

 

2022 წლის მსოფლიო პირველობა ყატარში ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება.
ბოლო მუნდიალი კი სწორედ რუსეთში ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები