LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტის ბოლოს ცალკე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო გვექნება: შალვა პაპუაშვილი

57
შალვა პაპუაშვილი

მარტის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება ცალკე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო. მნიშვნელოვანია, რომ კულტურის სფეროს მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებების შედეგად, ხარჯები არ იზრდება და კულტურისა და სპორტის სამინისტროზე თანხა იმ ასიგნებების ფარგლებში გამოიყოფა, რომელიც აქვს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.

დღეს როცა გვაქვს ერთი დიდი სამინისტრო, რომელიც საერთო ჯამში სამ დიდ საკითხს აერთიანებს, ბოლო ორი წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს ხელს არ უწყობს ამ სფეროების ეფექტიან მართვას. იცით, რომ მანამდე ცალკე არსებობდა ეს სამინისტროები და შემდეგ მოხდა გაერთიანება. ანალიზმა აჩვენა, რომ ასეთი ტიპის დიდი სამინისტროს ფარგლებში რთულია სამივე დიდი სფეროს ეფექტიანი მართვა.

“ჩვენი გრაფიკის მიხედვით, მესამე მოსმენა იქნება 15 მარტის კვირაში, ასე რომ, მარტის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება ცალკე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო და იმ დროს იქნება განსაზღვრული, ვინ იქნება მინისტრი, ეს პრემიერ- მინისტრის კომპეტენციას შეადგენს,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის კომიტეტის სხდომიაზე, კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხი მეორე მოსმენით განიხილეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები