კომპანია Miramax Television მარტინ სკორსეზეს ფილმის, „ნიუ-იორკის ბანდების“ მიხედვით სერიალს გადაიღებს. პირველი ორი ეპიზოდის აღმასრულებელი პროდიუსერი თავად სკორსეზე იქნება. აღსანიშნავია, რომ სერიალი ახალი გმირების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც 2002 წელს გამოსულ ფილმში არ ფიგურირებდნენ.
შეგახსენებთ, ორიგინალ ფილმში ლეონარდო დიკაპრიო, დენიელ დეი-ლიუისი და ქემერონ დიასი თამაშობენ. სერიალის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
პირველი კადრი – ლეონარდო დიკაპრიო მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმში
საოცარი ტანდემი – ლეონარდო დიკაპრიოს და რობერტ დე ნიროს მარტინ სკორსეზე ახალ ფილმში გადაიღებს