LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტა ბარამიძე: „ეს ინფორმაცია თავად მოვიპოვე, ეს ადამიანი მოსიარულე მანიაკია.. კიდევ მაქვს რაღაც ინფორმაცია, რომელსაც მოგვიანებით გავასაჯაროებ“

415
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

მარტა ბარამიძემ, რომელიც საზოგადოებამ პოპულარული კულინარიული შოუს, „მასტერშეფის“ საშუალებითა და პარალელურად, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული ეპიზოდური როლით გაიცნო,  ტელეკომპანია ფორმულას გადაცემაში „ია ფარულავას კონვერტი“ მისთვის ერთ-ერთ მტკივნეულ თემაზე ისაუბრა რამდენიმე თვის წინ, რომელიც მისივე თქმით, სექსუალურ ძალადობას ეხება.

ვიდეო: მარტა ბარამიძე: „ვასახელებ ამ ადამიანის სახელს და გვარს… მაშინ 16 წლის ვიყავი, სექსუალური ძალადობის მცდელობა ჰქონდა…“

მარტა ბარამიძე: „ორი წლის წინ ვიყავი პოლიციაში და ვუთხარი, წლების წინ ასეთი და ასეთი დანაშაული რომ მომხდარიყო, ახლა რა რეაქცია გექნებათ, რას გააკეთებდით-მეთქი და მითხრეს; ვერაფერს ვიზამთ, რადგან ხანდაზმულობის ვადა გასული აქვსო…“

„ყველაზე გამაოგნებელი რაც არის, გავიგე, რომ აპირებს მიჩივლოს” – მარტა ბარამიძე ბიკო ბირბიჩაძეზე

მარტა ბარამიძემ მის მიერ გავრცელებულ ამბის ახალ დეტალებზე „კვირის პალიტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ სარჩელი პროკურატურაში შეიტანა და ამ ეტაპზე, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

გთავაზობთ, ამონარიდს „კვირის პალიტრასთვის“ მიცემული ინტერვიუდან:

„მე დავადასტურე ყველა ფაქტი, დაიკითხა მოწმე, ჩამიტარდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ჭრილობის ექსპერტიზა, რომელიც ბიკო ბირბიჩაძემ მომაყენა. ამ ადამიანმა, გავლენიანი პირების დახმარებით, რამდენჯერმე სცადა საზღვრის გადაკვეთა, მაგრამ ეს ვერ შეძლო. უახლოეს დღეებში გავმართავ პრესკონფერენციას და პროკურატურისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოვითხოვ“

– ამ ხნის განმავლობაში მისი მხრიდან დაშინების, კონტაქტზე გამოსვლის მცდელობა იყო?

„არა, იცის საქმე ისედაც ცუდად აქვს და ერთი ნაბიჯიც რომ გადმოდგას, მდგომარეობას უფრო დაიმძიმებს. მხოლოდ ქვეყნიდან გასვლის მცდელობა ჰქონდა“

– ეს ინფორმაცია საიდან გაქვს?

„ინფორმაცია თავად მოვიპოვე, ეს ადამიანი მოსიარულე მანიაკია. კიდევ მაქვს რაღაც ინფორმაცია, რომელსაც მოგვიანებით გავასაჯაროებ“

დროა დავარღვიოთ წლების განმავლობაში დაგროვილი სიჩუმე და ერთად მივაღწიოთ იმას, რომ ეს ამბავი ჩვენს ცხოვრებაში “ისტორიას დარჩეს”, მაგრამ ეს დუმილით ვერ მიიღწევა – რას წერს მარტა ბარამიძე

იხილეთ ინტერვიუ ვრცლად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები