LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარშრუტკის“ მძღოლი ტარებისას ტელეფონზე ლაპარაკობს (ვიდეო)- „ვინ ფიქრობს ხალხის უსაფრთხოებაზე?“

89

სოციალურ ქსელში ნათია მელქაძე ავრცელებს ვიდეოს, სადაც სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მანქანის ტარებისას ტელეფონზე ლაპარაკობს. ნათია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს თბილისში შეუძლებელი გახდა და რამდენიმე მიზეზს თვლის, რის გამოც ასე ფიქრობს.

გთავაზობთ მის სტატუსს:

„უკვე შეუძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა! ვერა, ვეღარ ვმგზავრობ!!!

ჯერ ამ ხალხის გამკვირვებია ძალიან, სახლიდან გამოსვლის წინ რომ დაიბანონ, ხომ შეიძლება.

მერე ამ მძღოლების, არაადამიანებად აქცია ამ ქვეყანამ, მზად არიან ბოლო ადგილი მათი კალთა იყოს, ოღონდ, რაც შეიძლება მეტი მგზავრი დაატიონ! არ ადარდებთ წესები კანონები!!! ჩვეულებრივად გთავაზობენ, დაისვით ამოსული მგზავრი თავზეო!!!

არა ჰაერი! არა დასადგომი ადგილიც კი, დაჯდომას ვინღა ჩივის!

ამ ქვეყანაში შეიძლება რამე მაინც იყოს მოწესრიგებული ადამიანებისთვის?

აუტანელია ყველაფერი!

ჩამოდით მანქანებიდან და ერთხელ მაინც იმგზავრეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ე.წ.  ჩინოსნებო!!! არააქვს მნიშვნელობა, პოზიცია ხართ თუ ოპოზიცია!!! ეგ მე საერთოდ არ მაინტერესებს, ყველას ვალია, თითო აგური დადოთ ან თუ ვერა თავში მაინც ჩაირტყათ!!!

და ვინ ფიქრობს ხალხის უსაფრთხოებაზე?!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები