მარშალ გელოვანის გამზირზე მდინარე დიღმულაზე მდებარე ხიდის სარეაბილიტადციო სამუშაოების 98% დასრულებულია, ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „მამისონის“ „ფეისბუქის გვერდზეა ნათქვამი, სამუშაოებს აღნიშნული კომპანია აწარმოებს.
„მამისონის“ ინფორმაციით, დარჩა მხოლოდ ასფალტის სამუშაოები, რომელიც უახლოეს 2 დღეში დასრულდება და გზა გაიხსნება.
მათივე განცხადებით, გზის მეორე ნაწილის გადაკეტვა არ იგეგმება, რადგან ხიდის მეორე მხარე კარგ მდგომარეობაშია და არ საჭიროებს აღდგენას.