მარქსი, ლენინი და ხო ში მინი უქმეებზე ინდოეთის სამხრეთში, კერალას შტატში შეიკრიბნენ, რათა ენგელსის ქორწილი ეზეიმათ. ამის შესახებ ინფორმაცია The Guardian-მა ადგილობრივ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით გაავრცელა.
საქმროცა და სტუმრებიც ადგილობრივი კომუნისტური პარტიის წევრები არიან. ამასთან, ენგელსი და ლენინი ძმები არიან, მარქსი და ხო ში მინი – პარტიული აქტივისტის შვილები. პატარძლის სახელი სამწუხაროდ უცნობია.
კერალას შტატში, სადაც კომუნისტური პარტია მრავალი ათწლეულის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში, რევოლუციონერთა სახელები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაგალითად, ისეთი როგორიცაა – სტალინი თუ ტროცკი. გარდა ამისა, გამოცემის ინფორმაციით, შტატში ისეთი ადამიანების პოვნაც შეიძლება, ვისაც საბჭოთა კავშირის დროინდელი გაზეთის პატივსაცემად „პრავდა“ ჰქვია.