Maroon 5-მა თაყვანისმცემლებს ახალი სიმღერა – Memories წარუდგინა. სინგლში ამერიკულმა პოპ-როკ ჯგუფმა, იოჰან პაჩელბელის ნამუშევრის – Pachelbel’s Canon მელოდია გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ სიახლე პირველია კოლექტივის მომავალი სტუდიური ალბომიდან, რომლის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ფირფიტა ბენდის დისკოგრაფიაში რიგით მეშვიდე იქნება.
Maroon 5-ის ვოკალისტის – ადამ ლევინის განმარტებით, სიმღერა მათთვისაა, ვისაც ოდესმე დანაკარგი განუცდია.
,,სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს სიმღერა ყველასთვისაა” – დასძინა 40 წლის მომღერალმა.