Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მაროკოს ქალაქ ტანგიერში მიწისქვეშა საწარმო დაიტბორა, გარდაცვლილია სულ მცირე 24 ადამიანი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაროკოს ქალაქ ტანგიერში მიწისქვეშა საწარმო დაიტბორა, გარდაცვლილია სულ მცირე 24 ადამიანი

85
FORTUNA.GE- (1)

წყალდიდობით გამოწვეულმა შემთხვევამ, მაროკოს ქალაქ ტანგიერში ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქში, მიწისქვეშ მდებარე ერთ-ერთი ტანსაცმლის არალეგალური ქარხანა დაიტბორა.

მედიის ინფორმაციით, მაშველებმა ქარხნიდან 10 ადამიანის გამოყვანა შეძლეს, 24 კი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

 

 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მაროკოში არალეგალური შრომის სექტორი ეკონომიკური საქმიანობის თითქმის მეხუთედს შეადგენს და ხშირად დასაქმებულებს არც თუ ისე უსაფრთხო პირობებში უწევთ მუშაობა.

ამ შემთხვევაშიც, გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ქარხანა საცხოვრებელი სახლის სარდაფში მდებარეობდა, სადაც ათეულობით დასაქმებული მუშაობდა.

სოციალური და გარემოს დაცვის საბჭოს მონაცემებით, მაროკო ყოველწლიურად აღრიცხავს დასაქმებული ადამიანების სამუშაო გარემოში გარდაცვალების 2 000-მდე ფაქტს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში.

აღსანიშნავია ისიც, რომ მაროკოს სხვადასხვა ქალაქში, გაუმართავი სადრენაჟე სისტემების გამო, უხვი ნალექის შემდეგ, ხშირია ქუჩების დატბორვა და მსგავსი სავალალო შედეგები.

 

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, საწარმოში მუშები კიდევ არიან, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები