LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში წყლის მიწოდების რეჟიმი გაუმჯობესდება

101

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპსსაქართველოს მელიორაციამარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი სადახლოს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს.

აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება მაგისტრალურ არხს და მასზე არსებულ გალერეებს საერთო სიგრძით 14,9 კილომეტრი. სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ღირებულება 1 539 599 ლარია, 2017 წლის სექტემბერში დასრულდება.

შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის 12 სოფლის  3 800 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი.