LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო

120
1584941627-1-1024x768

მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს:

„მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საველე ინფრასტრუქტურის მოწყობა დაევალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, საველე ჰოსპიტალის მოწყობის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ“, – აცხადებენ შსს-ში.

მარნეულის შესასვლელთან შსს-ს თანამშრომლები არიან მობილიზებული, გადაადგილება მკაცრად კონტროლდება

მოქალაქეებს ტერიტორიაზე უშვებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი უკან დაბრუნებას არ აპირებენ.

მათივე ცნობით, საველე ჰოსპიტალის გარდა, ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.

„შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები ჩაატარებენ.

ჰოსპიტალის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა. მარნეულში იმყოფებოდა მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სახანრძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული სამმართველოს ხელმძღვანელები“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები