მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში 2 ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება შელაპარაკებით დაიწყო, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ორი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს და მათ ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევიდან მალევე, პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.