არასამთავრობო ორგანიზაცია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით მარნეულში ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ხმა ორჯერ მისცა, მესამედ კი ვეღარ შეძლო.
ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ მარნეულის 22-ე საოლქო კომისიის მე-13 უბანზე, ამომრჩეველმა ხმა დილას მისცა, შემდეგ კი 9:52 წუთზე ისევ მივიდა უბანზე, ისევ მისცა ხმა და მალევე მესამედ შებრუნდა.
“ჩვენმა დამკვირვებელმა დარღვევის გადაღება დაიწყო, რა დროსაც ერთ-ერთი დამკვირვებელი მივარდა ამ ამომრჩეველს, გამოგლიჯა ბიულეტენები (ეს მომენტი არის გადაღებული), მესამეჯერ ვეღარ მისცა ხმა და დატოვა უბანი” – აღნიშნულია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებაში.
ორგანიზაციამ საჩივარი უკვე დაწერა