LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორსული ქალი გარდაიცვალა

362
პოლიცია

მარნეულში აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორსული ქალი გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს მარნეულში, მოხდა. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა და მე-4 სართულის აივანიც მოიყოლა.

შემთხვევის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა 1 ადამიანი, ორსული ქალი კი კლინიკაში იყო გადაყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორტუნას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები