გუშინ მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაციას რადიო “მარნეული” ავრცელებს.
21 წლამდე მამაკაცის ცხედარი აეროდრომის დასახლების მიმდებარედ იპოვეს.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.