LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში 16 წლის გოგო, რომელიც დაინიშნა, მშობლებს სკოლიდან გაჰყავთ

69

მარნეულში 16 წლის გოგო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა, სკოლას ტოვებს. ინფორმაციას “რეგინფო” ავრცელებს. სკოლის დირექტორი ადგილობრივ რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს. განცხადება სკოლიდან გასვლის თაობაზე გოგომ მშობლებთან ერთად დაწერა, თუმცა,  ამ გადაწყვეტილების მიზეზები მშობლებს წერილობით არ დაუფიქსირებიათ, დირექტორთან საუბრისას კი აღნიშნეს, რომ დაიღალნენ სოციალურ სამსახურში და პოლიციაში სიარულით. დირექტორმა განცხადებას ხელი არ მოაწერა და მშობლებს მოსაფიქრებლად დრო მისცა. ინფორმაცია  ადგილობრივ სოცილურ სამსახურს უკვე მიაწოდა და არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც ჰქონდა შეხვედრა.

მარნეულის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან მერაბიშვილი ამბობს, რომ ბოლო ოთხ წელში, რაც ის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს, ქორწინების მიზეზით სკოლა არცერთ მოსწავლეს არ მიუტოვებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები