LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში 15 წლის გოგოზე ძალადობისა და ქორწინების იძულების ბრალდებით მამა დააკავეს

189
ოჯახში ძალადობა

მარნეულში 15 წლის გოგოზე ძალადობისა და ქორწინების იძულების ბრალდებით არასრულწლოვნის მამა დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს ქორწინებას აიძულებდნენ.

სამართალდამცველებმა დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს.

როგორც ფორტუნას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 126-ე და 150-ე პრიმა მუხლებით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას და არასრულწლოვნის იძულების ქორწინებას გულისხმობს.