LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა

142
much-than-20

მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ცხადდება – მთავრობის გადაწყვეტილება გვიან ღამით გახდა ცნობილი.

ამის მიზეზი, მარნეულელი ქალია, რომლის ინფიცირების წყარო ვერ დაადგინეს. როგორც ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, შიდა გადაცემა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა.

ქალმა, რომელსაც მარნეულში კორნავირუსი დაუდასტურდა, მოგზაურობის ისტორია დამალა

„დღეს გვქონდა რთული შემთხვევა – მარნეულში გვყავს ინფიცირებული ქალი, რომლის წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა, ეს ის შემთხვევაა, რისთვისაც ვემზადებოდით, რომ დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 90-მდე კონტაქტი, თუმცა პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს შექმნილ სიტუაციაში „ბევრს არაფერს ნიშნავს“.

„სიტუაცია არის რთული და ეს არის ის ძირითადი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას და ამისთვის მაქსიმალურად ვართ მომზადებულები. თუმცა, ჩვენი მზადყოფნის მიუხედავად, სიტუაცია საკმაოდ რთულია და დღეს საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეულისა და ბოლნისის რაიონები გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე. დღეიდან ამ მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა იკრძალება,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვირუსის პიკური პერიოდი იწყება მე-6 კვირიდან, ჩვენ მე-3 კვირა დავასრულეთ - ამირან გამყრელიძე

მისი თქმით, მეტად უნდა გაძლიერდეს ყველა ის ღონისძიება, რასაც დღეს ქვეყანა ატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები