LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელმა 14 წლის გოგო ადრეულ ქორწინებას გადაარჩინა

890
Untitled (2)

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელმა 14 წლის გოგო ადრეულ ქორწინებას გადაარჩინა. ინფორმაციას marneulifm ავრცელებს.

მასწავლებელი ყვება, რომ მას შემდეგ, რაც მოზარდის დანიშვნის შესახებ გაიგო ინფორმაცია, დაუყონებლივ მიმართა სახალხო დამცველს. ამბობს, რომ ამბავი, მთელმა სოფელმა იცოდა, თუმცა გაცხადება არავის მოსვლია აზრად. მისი თქმით, გოგომ ნიშნობის შემდეგ სკოლაში აკადემიური დასწრება ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელა და “ნიშნობის შემჩნევა არ სურდა” .

პედაგოგი თვლის, რომ სკოლას მოსწავლეთა ინტერესის დაცვში და სრულფასოვანი განათლების მიღებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

“ბავშვი არის მეცხრე კლასში. მასზე ბევრად უფროსზე აპირებდნენ დაქორწინებას. იცი როგორ გააკეთებდნენ ამ ამბავს? დაამთავრებდა მეცხრე კლასს და მერე აღარ დაბრუნდებოდა , 9 კლასის ადესტატს აიღებდა. სკოლას უკვე იმის იქით აღარ აქვს უფლება მოიძიოს სად წავიდა, რა გააკეთა. სკოლაში აღარ ირიცხება ეს მოსწავლე და ამის ვალდებულება გვეხსნება. დანიშნეს წინასწარ და წინ წაიგდეს საქმე ასე ვთქვათ. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ის შესაძლებლობა, რომ რაღაცით მაინც დავეხმაროთ იმიტომ, რომ 14 წლის ბავშისთვის, ნიშნობის დღეს მთავრდება მისი ცხოვრება. საუბარი მაქვს მის განვითარებაზე, განათლებაზე. მთელმა სოფელმა იცის ეს ამბავი რომ იმ სახლში არის ნიშნობა, აქ ქორწილს ეძახიან. მე ძალიან ვაფასებ მარნეულში მოქმედ ყველა ორგანიზაციას, ვინც უფლებრივი კუთხით მუშაობს. მასწავლებელს შეუძლია ერთი ინფორმაცია მიაწოდოს მათ და მცირედი ცვლილი შეიტანოს, დანარჩენს ორეგანიზაცია აკეთებს”,- ამბობს მასწავლებელი.

ის დარწმუნებულია, რომ მსგავსი შემთხვევები მხოლოდ მის სკოლაში არ ხდება. ამიტომ, ყველა პედაგოგს და საგანმანათლებლო დაწესებულებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები