მომღერალ მარკუს მეტრეველს მეუღლესთან დალი ხაბულიანთან სოფელ ბოდბისხევში ახალი ცხოვრება აქვს. წყვილს ერთად მოჰყავს ბოსტნეული და სოფლის მეურნეობას შესანიშნავად უძღვება.
როგორც მარკუსი ჟურნალ „სარკესთან“ ამბობს, ცოლქმრული ცხოვრება სოფელში გადასვლამ დაამშვიდა:
„მართლა ვერ ვიფიქრებდი, რომ ასეთ ბედნიერებას მომანიჭებდა სოფლად ცხოვრება…
ადრე შუადღის პირველ საათამდე მეძინა, ახლა კი დილის შვიდზე გავდივარ ეზოში სამუშაოდ და დაღამებამდე არ შემოვდივარ სახლში. მეზობლებსაც კია რ სჯერათ, როცა სტუმრად მოდიან ხოლმე…
შენი შრომით მოყვანილ ბოსტნეულს რომ აგემოვნებ, ამაზე დიდი სიამოვნება არაფერი ყოფილა…
ჩვენ გვიხარია, რომ აქ ყველაფერი ერთად გავაკეთეთ. როგორც შვილს ზრდი, იგივე პროცესია ჩვენთვის სოფლის მეურნეობა. ჩვენი სიყვარული და ოჯახური ცხოვრება უკვე მეექვსე წელში გადავიდა…“