LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარკოიშვილი იტალიაში დაბრუნდა: ქართველი “რეჯო ემილიამ” აიყვანა

151

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მანუჩარ მარკოიშვილი მომავალი სეზონიდან იტალიური “რეჯო ემილიას” ღირსებას დაიცავს. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მარკოიშვილი 2002-2004 წლებში “ბენეტო ტრევიზოში”, 2009-2013 წლებში კი “კანტუს” შემადგენლობაში თამაშობდა. ასე რომ, იტალიის ჩემპიონატი მისთვის უცხო ნამდვილად არ გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ მარკოიშვილი ბოლოს თურქულ “დარუშაფაკაში” ირიცხებოდა, თუმცა გასული სეზონი ტრავმის გამო მთლიანად გაუცდა.

მანუჩარი ამჟამად ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევრობასკეტისთვის ემზადება, ახალ გუნდს კი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები