Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა სან-ფრანცისკოში სახლი $31 მილიონად გაყიდა. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ეს მიმდინარე წელს სან-ფრანცისკოში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანზაქციაა.
აღსანიშნავია, რომ 7000-ზე მეტი კვადრატული ფუტის ფართობის სახლი, Dolores Park-თან, Liberty Hill-ის იზოლირებულ უბანში მდებარეობს. ის 1928 წელს აშენდა.
ცნობისთვის, მარკ ცუკერბერგი უძრავ ქონებას Silicon Valley-ში, ტაჰოს ტბასა და ჰავაიზეც ფლობს.
