ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შსს-ს კანონპროექტის ”საგზაო უსაფრთხოების პროგრამის” განხილვა 2017 წლის 1 იანვრამდე გადაიდო. შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ საავტომობილო რეგულაციების ახალი სისტემა, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვას, უკონტაქტო პატრულირებას, მართვის მოწმობის 100 ქულიან სისტემასა და სხვა, ქართული საავტომობილო სამყაროს ძირეულ ცვლილებებს გულისხმობს…
კონონპროექტის გამოჩენისთანავე, ავტომოყვარულებმა და განსაკუთრებით მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებმა, შექმნეს საორგანიზაციო ჯგუფი, რომელსაც სათავეში გურამ ზურაბაშვილი ჩაუდგა. ოპონირებისა და განხილვების შედეგად კანონპროექტი 2017 წლის 1 იანვრამდე გადაიდო თუმცა, როგორც ჩანს თემა კვლავ აქტუალურია.
ამის დასტურია ის ვრცელი ტექსტიც, რომელიც გურამ ზურაბაშვილმა სოც-ქსელის მეშვეობით გაავრცელა:
”სიტუაცია იმაზე მეტად “დაბინძურდა” ვიდრე წარმოვიდგენდი. პირველ რიგში, რომელიღაც საინფორმაციო სააგენტომ (ზუსტად არ მახსოვს სახელი) დაწერა, რომ თითქოს მთელი ეს კამპანია, რაც ავტომოყვარულებმა დავიწყეთ, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების არ აკრძალვასთან დაკავშირებით, “შეკვეთილი” იყო დილერების მიერ და მაგალითისთვის მოყავდათ ის ფაქტი, რომ მე თითქოს ვმუშაობდი Carexpress Forwarder-ში, მაგრამ ეს ასე არ არის.
ჩვენ მთელი ეს პერიოდი გავდიოდით კონსულტაციებს სადილერო კომპანიებთან რომ მიახლოვებითი ზარალი გვცოდნოდა. რა თქმა უნდა ერთმანეთს ვუცვლიდით აზრებს და ჩვენს შეხედულებებს. ბოლო გამოსვლაში შალვა ხუციშვილა განაცხადა, რომ დილერებთან კონსულტაციების შემდეგ შევთანხმდით, რომ აიკრძალებოდა 2017 წლის 1 იანვრიდანო ამის საპასუხოდ დილერებმა დღეს პრესკომფერენცია გამართეს და თქვეს 1 ნაცვლად 2 წელი მოგვეცითო…
მე პირადად საერთო შეკრებაზე სადილერო და გადამზიდ კომპანიებს ვთხოვე და ვურჩიე, რომ მოითხოვეთ არა რამდენიმე წლით გადადება, არამედ საერთოდ არ აკრძალვა მეთქი – მაგრამ სამწუხაროდ შედეგი სხვა მივიღე. მხოლოდ იმ კომპანიამ, რომლის ინტერესების გატარებასაც მაბრალებენ (Carexpress Forwarder) დამიჯერა და თქვა, რომ ეს არის პრინცiპული საკითხი და არათუ 1 ან 2 წელში არამდე საერთოდ არ უნდა აიკრძალოს.
მინდა გითხრათ რომ ჩვენი მოძრაობა არ არის მოტივირებული რომელიმე კომპანიის ბიზნესთვის. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ინტერესებისთვის და ჩვენი მოთხოვნებისთვის. მე პირადად არ მივიღებ და არ მივესალმები რომ 2 წელში, ან თუნდაც 4 წელში აიკრძალოს, მე მიმაჩნია, რომ არასდროს არ უნდა აიკრძალოს და ვაგრძელებ ბძოლას. ვერასდროს ვერ აგვიკრძალავენ მარჯვენა საჭეს.
#მარჯვნივსაჭეჩემიუფლებაა”- ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გურამ ზურაბაშვილმა გაავრცელა.