LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ კანონის ამოქმედება ერთი წლით გადაიდება

86

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების ექსპორტიორი, იმპორტიორი და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც “ფორტუნას” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბრის ძირითადი თემა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებული კანონის ამოქმედების ვადები იყო.

მათივე ინფორმაციით, ბიზნესი კანონის ამოქმედების გადავადებას ითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციების მარტიდან ამოქმედება მათ დამატებით პრობლემებს შეუქმნის.

ბიზნესომბუდსმენმა ექსპორტიორების არგუმენტები მოისმინა და მათ აღნიშნული საკითხის მთავრობასთან განხილვას დაჰპირდა.

გიორგი გახარიამ ბიზნესის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კანონის ამოქმედებამდე განიხილება ვერსიები, როგორ მოხდეს მისი იმპლემენტაცია ისე, რომ იმპორტიორებს პრობლემები არ შეექმნათ და ამავე დროს შენარჩუნდეს ის სარგებელი, რაც კანონის ამოქმედებას უნდა მოჰყვეს. გიორგი გახარიას განცხადებით, პრაქტიკულად უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კანონი ერთი წელი არ ამოქმედდება.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ექსპორტიორები და ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები სამუშაო რეჟიმში მოლაპარაკებებს განაგრძობენ, რათა ერთობლივად შეიმუშაონ გეგმა, რომელიც შემდგომ განსახილველად მთავრობას წარედგინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები