Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გოგი მარგველაშვილი დაინიშნა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გოგი მარგველაშვილი დაინიშნა

187
გოგი მარგველაშვილი

კულტურის სამინისტროს ცნობით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მომდევნო ოთხი წლით რეჟისორი გოგი მარგველაშვილი დაინიშნა.

ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს: „ტყუილს არ ვიტყვი, მინისტრმაც და სხვებმაც მითხრეს ორივეგან იყავიო, მაგრამ ვერ შევძლებ..“

„გოგი მარგველაშვილის პროფესიული საქმიანობა ქართულ თეატრსა და ნიჭიერი თაობების აღზრდას უკავშირდება. თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში დრამის რეჟისორის სპეციალობის დაუფლების შემდეგ იქვე დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა.

2001-2005 წლებში იყო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი, 2005-2009 წლებში – ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 2014-2020 წლებში – შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

2009 წლიდან დღემდე ის ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორია, 2023 წლის აპრილიდან კი არის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე.

გოგი მარგველაშვილი არაერთი პრემიისა და ჯილდოს მფლობელია. მათ შორის არის: თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემია რეჟისორული ნამუშევრისათვის (1994 წ.), რუსთავის თეატრალური ფესტივალის პრემია საუკეთესო რეჟისურისათვის (1996 წ.), საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრიზი საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისათვის (2001 წ.), პრიზი საუკეთესო ექსპერიმენტული რეჟისურისათვის (რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, 2004 წ.) და სხვა.

გოგი მარგველაშვილი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მომდევნო ოთხი წლის ვადით საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების შესაბამისად დანიშნა“. – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა – კულტურის სამინისტრო

რას ამბობს ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის დატოვების შემდეგ: „კატეგორიულად გამოვრიცხავ პოლიტიკით დაკავებას…“

კულტურის სამინისტრო გოგი მარგველაშვილს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნას ულოცავს საქართველოს…

Posted by საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო on Tuesday, 5 March 2024

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები