https://www.unian.net/war/50-chelovek-sgoreli-posle-bombardirovki-rashistami-detskoy-bolnicy-v-mariupole-novosti-vtorzheniya-rossii-na-ukrainu-11775892.html, ქალაქის მერ ვადიმ ბოიჩენკოზე დაყრდნობით წერს, რომ მარიუპოლში, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისას 50-მდე ადამიანი ცოცხლად დაიწვა. მისივე განმარტებით, მარიუპოლი, რომელიც ბოლო დრომდე განვითარების სიმბოლო იყო, ახლა თითქმის მთლიანად გაანადგურეს რუსმა დამპყრობლებმა. კერძოდ, განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურის 90%-ზე მეტი. აქედან მინიმუმ 40% აღდგენას აღარ ექვემდებარება.
„მთავარი დანაშაული არის ათასობით მოკლული მარიუპოლის მშვიდობიანი მოქალაქე. მხოლოდ წინასწარი შეფასებით, მარიუპოლში ბლოკადის ერთი თვის განმავლობაში დაიღუპა 5000 ადამიანი, რომელთაგან დაახლოებით 210 ბავშვია. რუსეთის ტერორისტულმა ჯარებმა რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს ბავშვთა საავადმყოფოზე, თითქმის 50 ადამიანი ცოცხლად დაიწვა. დრამატული თეატრზე თავდასხმა, სადაც იმ დროს 900-ზე მეტი ადამიანი იმალებოდა. ეს მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია“, – ამბობს ბოიჩენკო.