LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარიუპოლის სამხედრო გზით განბლოკვა შეუძლებელია“ – რა გზებს ხედავს ქალაქის გასათავისუფლებლად პრეზიდენტის სამხედრო მრჩეველი

2289
არესტოვიჩი და მარიუპოლის დებლოკირება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამხედრო მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, მარიუპოლის ალყის სამხედრო გზით მოხსნა შეუძლებელია.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქამდე ვერ მივლენ.

მათ რუსული არმია როსტოვის ოლქიდან და ყირიმიდან დაბომბავს იმის გათვალისწინებით, რომ ტერიტორია, რომელიც რუსულმა ავიაციამ უნდა გადაიფრონოს, რუსეთის მიერ კონტროლდება.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელები მარიუპოლამდე მივიდნენ, არესტოვიჩის თქმით, ბლოკადის მოხსნას მაინც ვერ შეძლებენ, რადგან უკრაინას ამისთვის საკმარისი ძალა და რესურსი არ აქვს.

ალექსი არესტოვიჩი: 2035 წლამდე რამდენიმე სამხედრო შეტაკება გარანტირებულია

"ეს ნიშნავს ერთ შეტაკებას ყოველ 2 ან შესაძლოა 5 წელში ერთხელ და დიდ შეტაკებებს 7-8 წელში ერთხელ."

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი აცხადებს, რომ მარიუპოლის ალყის მოხსნა არაპირდაპირი გზითაა შესაძლებელი და ეს გზებია:

„თუ მელიტოპოლის რკინიგზის დაზიანებით, შეწყდა რუსული ჯარების მომარაგების ხაზი.

უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ ბერდიანსკის პორტს, რათა შეაჩერონ მიწოდება საზღვაო გზით.

ჩვენი სარდლობა ახორციელებს გარკვეულ მოქმედებებს ზაპოროჟიეს ოლქში, რაც აიძულებს რუსული ჯარების ნაწილს, რომელიც მზადაა, მარიუპოლში წავიდეს, სხვაგან გადაინაცვლოს. ეს საომარი მდგომარეობაა და მეომრები აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ.“– დასძინა ზელენსკის სამხედრო მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გვერდით მდებარეობს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ალყაშია.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები