LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლის მერი საქართველოს მოსახლეობას და მთავრობას მადლობას უხდის – „თქვენი ხალხისგან ვიღებთ დიდ მხარდაჭერას, დახმარებას“

291
29417-DSC_7557

მე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთელ მოსახლეობას, მთავრობას, ყველა მოქალაქეს, რომ დღეს უკრაინას ასე უჭერენ მხარს, – ამის შესახებ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, თქვენგან, თქვენი ხალხისგან ვიღებთ დიდ მხარდაჭერას, დიდ დახმარებას, როდესაც ჩვენ პირდაპირ რკალში ვართ რუსული აგრესიისა. მიმდინარეობს, არ წყდება მოლაპარაკება, ჩვენ შეიძლება ითქვას ვსულდგმულობთ იმედით ისევე, როგორც მთელი ცივილიზებული სამყარო და ველით სასიხარულო ცნობას, როდის მოვა ის წუთი, როდესაც გავიგებთ, რომ ასობით ადამიანი, უამრავი დაჭრილი მიიღებს შანსს, რომ შეიქმნას დერეფანი და შეუნარჩუნდეთ სიცოცხლე“, – განაცხადა ვადიმ ბოიჩენკომ.

მისივე თქმით, პირველი დღიდანვე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაანგრიეს ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი, ის ადგილები, რომლითაც მოსახლეობა შეიძლება გამოსულიყო ოკუპირებული ქალაქებიდან.

„მოსახლეობის თხოვნას, რომ გაეტარებინათ, ისინი პასუხობდნენ ცეცხლით. ქალაქი ბლოკადაშია. მხოლოდ და მხოლოდ 13 მარტს ჩვენ მოვახერხეთ პირველი დერეფანი გაგვეკეთებინა და ამის წყალობით მოვახერხეთ, რომ 100 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გამოგვეყვანა, მაგრამ სამწუხაროდ დღეს მარიუპოლში 100 ათასზე მეტი მოქალაქეა, რომელიც ელოდება ამ საშუალებას, რომ მოხდეს მათი ევაკუირება, მაგრამ ისინი დაბლოკილი არიან 4 ე.წ. საფილტრაციო ცენტრით. ეს პროცედურა გრძელდება და შეიძლება გაიჭიმოს რამდენიმე თვის მანძილზე. დეპორტაციას ახდენენ სწრაფად დონბასის რესპუბლიკისაკენ, მაგრამ ძალზე ნელა ხდება ევაკუირება უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – განაცხადა ვადიმ ბოიჩენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები