LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლის დათმობას არ ვაპირებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ: აზოვის პოლკის მეთაური

308
maxresdefault

აზოვის პოლკის მებრძოლები რუსი დამპყრობლების მიერ ბლოკირებული მარიუპოლის დათმობას არ აპირებენ და ქალაქისთვის ბოლომდე იბრძოლებენ, – ამის შესახებ აზოვის პოლკის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ განაცხადა.

პროკოპენკო რუსეთთან მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი

„დავდივარ პოზიციებზე, ვუკავშირდები პირად შემადგენლობას, ისინი მოდიან სამეთაურო პუნქტში და მათ თვალებში შიშს ვერ ვხედავ, მათ თვალებში ზიზღს ვხედავ. როცა ხალხი, მესამედ თუ მეოთხედ დაჭრის შემდეგ, იღებს ავტომატს და უფრო შორს მიდის ბრძოლაში, არ მგონია, ამ ხალხს შეეშინდეს. არ ვაპირებთ ქალაქის დათმობას, ვიბრძოლებთ ბოლომდე, გამარჯვება აუცილებლად ჩვენი იქნება“, – განაცხადა მეთაურმა.

„გასულმა რვა წელმა აჩვენა, რომ რუსეთთან შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. უფრო მეტიც, მისი ნდობა არ შეიძლება. საომარი მდგომარეობის დროს, კანონის შესაბამისად, რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია. მის ჩასატარებლად რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან. თქვენ პირადად გჯერათ ამის? მე – არა. მიჭირს ამ მოლაპარაკებების შედეგის პროგნოზირება“, – განაცხადა დენის პროკოპენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები