LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლი აღარ არსებობს…ქალაქში ვითარება შემზარავი და გულსატკენია: დმიტრო კულება

627
kuleba

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება CBS-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ „მარიუპოლი აღარ არსებობს და ქალაქში სამხედრო თვალსაზრისით არსებული ვითარება შემზარავი და გულსატკენია“.

მისივე განმარტებით, უკრაინელი ჯარისკაცების დარჩენილი ნაწილი და მშვიდობიანი მოსახლეობა, რუსული ძალების მიერაა გარშემორტყმული.

„მარიუპოლში ვითარება სამხედრო თვალსაზრისით შემზარავი და გულსატკენია. ქალაქი აღარ არსებობს. უკრაინის არმიის დარჩენილი ნაწილი და მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი ჯგუფი ძირითადად რუსული ძალების მიერაა გარშემორტყმული. ისინი აგრძელებენ ბრძოლას, თუმცა, როგორც რუსული არმიის ქცევით ჩანს, მათ ნებისმიერ ფასად ქალაქის მიწასთან გასწორება გადაწყვიტეს“, – აცხადებს კულება.

მისივე თქმით, მარიუპოლში „სიტუაცია“ „შესაძლოა იყოს წითელი ხაზი“ რუსეთთან მოლაპარაკებებში. დმიტრო კულება მოელის „რუსული ძალების სასოწარკვეთილ მცდელობებს, ნებისმიერ ფასად დაასრულონ მარიუპოლი“.