LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიტა როხვაძე: „ღამის სამზე გამაღვიძა კანკალმა ფეხებიდან და მეგონა, გულამდე სანამ მოვიდოდა, მოვკვდებოდი… გამოვიძახე სასწრაფო…“

455
marita (2)

მომღერალმა მარიტა როხვაძემ „პრაიმშოუს“ ეთერში პანიკური შეტევის შესახებ ისაუბრა, რომელსაც, როგოც თავად ამბობს, საკუთარი ძალებით გაუმკლავდა:

„ჩემი ამბავი დაიწყო 2021 წლის აპრილში. მივხვდი, რას ნიშნავდა პოსტკოვიდური პერიოდი. ღამის სამზე გამაღვიძა კანკალმა ფეხებიდან და მეგონა, გულამდე სანამ მოვიდოდა, მოვკვდებოდი. გამოვიძახე სასწრაფო, ექიმებმა ენის ქვეშ დამამშვიდებელი ჩამიდეს, ორი საათი ჩემთან გაატარეს, რადგან მარტო ვერ ვრჩებოდი და მირჩიეს, რომ ამასთან გამკლავება მესწავლა.

გამაკვირვა იმ ძალამ, რაც საკუთარ თავში აღმომაჩნდა – გამიმეორდა, ზუსტად ერთსა და იმავე დროს ვიღვიძებდი და უკვე ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. სარკის წინ დავდექი და საკუთარ თავს მოვუწოდე, არაფერია, ძალიან მარტივად შეგიძლია ამის გადატანა-მეთქი. არც ფსიქოლოგი, არც მედიკამენტები არ დამჭირვებია. მას შემდეგ ჩემი პანიკური შეტევა მოდის ჩემთან კრძალვით – ამ დროს ან ვწერ ან გავდივარ სუფთა ჰაერზე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები