LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

266
befunky-collage-45-2022-10-13-23-16-24-121801-2022-10-14_16-07-51_733744

თბილისში, ვაკის პარკში, 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ტრაგიკულად დაღუპვიდან ერთი წელი გავიდა.

თვითმხილველები ვაკის პარკში მომხდარის შესახებ საუბრობენ: „ფანტანები რომ გამორთეს, მერე ამოიყვანეს, უკვე გაშავებული იყო“

2022 წლის 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, ვაკის პარკში მოთამაშე სამი ბავშვი შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. მოზარდები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

„ის ბავშვი მინდა ცოცხალი იყოს და თუნდაც მე დავრჩენილიყავი შიგნით” – რას ამბობს მებაღე რომელმაც ორი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

მოგვიანებით, თვითმხილველები იხსენებდნენ, რომ მარიტა მეფარიშვილი აუზში ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვებოდა, როდესაც ბურთის ამოსატანად აუზში ჩასული პირველი ბიჭი დავარდა, ბავშვებს ხუმრობა ეგონათ, თუმცა პირველს მეორე მოჰყვა და მესამე მარიტა აღმოჩნდა, რომელსაც ბიჭების შველა უნდოდა.

„მისი გადარჩენა ვერ მოვახერხეთ“ – პირველი ინტერვიუ მებაღესთან, რომელმაც შადრევნიდან ბავშვები ამოიყვანა

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების ერთი წლისთავს მისი და სოციალურ ქსელში ემოციურად ეხმიანება:

„ჩემი საყვარელი ვარსკვლავი“, – წერს მარიტას და.

მარიტა ჩოგბურთელი იყო, გოგონა 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

მარიტას 27 მაისს 14 წელი შეუსრულდებოდა.

მარიტა მეფარიშვილის დედა: დიდი მადლობა უკეთილშობილეს ადამიანს, დევი მეზურნიშვილს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხა მარიტას საბედისწერო სურვილის ასრულება, მისი მეგობრების ლაზარეს და ანდრიას გადარჩენა 

ვაკის პარკში მომხდარზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

გამოძიების მსვლელობის დროს, დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძელდა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ამ დროისთვის, „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ელექტროშემდუღებელი ვალერი გობეჯიშვილი გამართლდა, დანარჩენ 8 პირს კი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ: „გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6 – წლით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილის 3- წლით, დევი კახოიძეს 3- წლით, ნუგზარ ქიტიაშვილს 3.6 წლით, დავით თუშიშვილი 3.6 – წლით, გიორგი გობეჯიშვილს 4- წლით, ლაშა ჭიღიტაშვილს 3- წლით და ბექა მურღვლიანს 3 წლით, ვალერი გობეჯიშვილი კი გამართლდა.

ამავე თემაზე:

პრეზიდენტმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის“ დააჯილდოვა

პროკურატურამ მარიტა მეფარიშვილის დაღუპვის საქმეზე 4 პირს ბრალდება დაუმძიმა

ფურცხვანიძე მოსამართლეს: მესმის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გამათავისუფლებთ – ერთადერთი თხოვნაა, დანარჩენ ადამიანებს, რომლებსაც ვაკის პარკში მომხდარ ფაქტთან მიმართებაში ასევე არანაირი დანაშაული არ მიუძღვით, პატიმრობა შეუცვალეთ

შეძრული ვარ, მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს: სალომე ზურაბიშვილი

ფოტო: „მარიტას მშობლებმა ყულაბა გახსნეს და ეს ნივთი მაჩუქეს“ – რაზე საუბრობს მამა შალვა კეკელია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები